ვნაზუქობ, მაშასადამე ვარსებობ.

ნაზუქი 7+1

ცნობილი ნაზუქის მაღაზია, რომელიც 2005 წლიდან ფუნქციონირებს და რომელმაც დროს გაუძლო. ის გთავაზობთ განსაკუთრებით გემრიელ ნაზუქებს, შეუდარებელი გემოთი. აქ ხის ყუთებში ინახავენ ნაზუქებს, რომ ცხელ-ცხელის ყიდვა შეძლოთ, რა დროსაც არ უნდა მიხვიდეთ.
მაშინ, როდესაც ნაზუქი ცივდება და შრება, აღარ აქვს ისეთი არომატი, როგორც ცხელს, მაგრამ აქ გამომცხვარ ნაზუქებს რჩებათ ისეთივე გემო, როგორც ცხელს, თუნდაც გაცივდეს. სწორედ ეს განასხვავებს ამ მაღაზიაში დამზადებულ ნაზუქებს სხვებისგან. გაციებული ნაზუქი ძალიან უხდება ცხელ ჩაის.

მაღაზიის სახელიდან გამომდინარე, 7 ნაზუქის ყიდვის შემთხვევაში ერთს უფასოდ მიიღებთ.
მაღაზიას აქვს საპარკინგე ადგილი და გთავაზობთ სასმელების მრავალფეროვან არჩევანს.
თუ შესაძლებლობა მექნებოდა თქვენთვის ერთი მაღაზიის რეკომენდაცია გამეწია, როდესაც ნაზუქის არჩევანს აკეთებთ, აუცილებლად გირჩევდით “ნაზუქი 7+1.”

🗺️ https://maps.app.goo.gl/BJsf9NeGY6gWNB3t6

Nazuki 7+1

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *