ვნაზუქობ, მაშასადამე ვარსებობ.

სადგურის მოედნის ბაზარი

სადგურის მოედნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თბილისში, შავ ტანისამოსში გამოწყობილი ქალბატონი ყიდის თეთრ ნაზუქებს. რადგანაც ეს ღია ბაზარია ამიტომ ნაზუქები გამომშრალია და ნაკლებად ახალი. თუმცა მისთვის სიცოცხლის დაბრუნება, ღუმელში შეთბობით შეგიძლიათ (დანამეთ წყლით და შეათბეთ).
როდესაც სახლში ვცადე მისი განახლება შეთბობით, შევძელი ახლებური გემო დამებრუნებინა მისვის. ცომს ძლიერი კარდამონის გემო აქვს, ნაკლები სიტკბოთი და ასევე ნაკლები ქიშმიშებით.
იქიდან გამომდინარე რომ ღია სივრცეში იყიდება, ამიტომ ხანდახან მწერები შეიძლება ნაზუქის ზედაპირზე დასხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილმდებარეობა კარგია, ისინი ვისთვისაც ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გამო შეიძლება აქ ყიდვაზე უარი თქვან.
ნაზუქი 3 ლარი ღირს, ორის შემთხვევაში – 5 ლარი.
საპარკინგე ადგილი არ აქვს და გადახდასაც მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით შეძლებთ.

Station Square Market

🗺️ https://share.google/FB67mDWmfp28BlLd3

Station Square Market

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *