ვნაზუქობ, მაშასადამე ვარსებობ.

5+1

მაღაზია გვთავაზობს ჩვეულებრივ, თეთრ ნაზუქებს. მათი თქმით ის დაარსდა 20 წლის წინ.
ნაზუქი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვეულებრივია გემოთი, ზომით, ქიშმიშების რაოდენობით, ტექსტურით – რთულია რამე მოვძებნო, რაც მხოლოდ ამ კონკრეტული ნაზუქისთვისაა დამახასიათებელი და განსაკუთრებით გამოარჩევს.
მაღაზია გზატკეცილის გასასვლელთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ შეიძლება მათთვის მოსახერხებელია, ვისაც სწრაფად უნდა რომ სურამის ნაზუქი იყიდოს.
მიუხედავად იმისა, რომ აქ ნაზუქი ღირს 3,5 ლარი (50 თეთრით ძვირი ვიდრე სხვა მაღაზიებში) ამ ეტაპზე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა აარჩიო ეს საცხობი სხვა ბევრი არჩევანიდან.
მეპატრონესთან საუბრისას ჩანს, რომ სურამში ქუჩაში ნაზუქების გაყიდვის კულტურა შესაძლოა სწორედ ამ მაღაზის მოპირდაპირე გზიდან დაწყებულიყო.
ისინი ასევე ყიდიან გირჩის მურაბას. პარკინგი არის, გადახდა კი მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდება.

🗺️ https://maps.app.goo.gl/5oVVLVcVqd2uhcQD7

5+1

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *