ვნაზუქობ, მაშასადამე ვარსებობ.

სურამი თონე

მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხრეთით დაახლოებით 300 მეტრში ნახავთ მაღაზიას, რომელიც ყიდის თეთრ ნაზუქებს თბილისში.
სტანდარტული “დიდი ნაზუქი” ღირს 4 ლარი, ასევე გთავაზობენ “პატარა ნაზუქებს” 2,5 ლარად.
ნაზუქის არომატი ძალიან გავს თავისი დახვეწილი სიტკბოებით და ცხიმიანი ტექსტურით “ჩაკრულოს” ნაზუქს. მომცეს ცივი ნაზუქი, ცოტა ქიშმიშით. დამოკიდებულია რა თქმა უნდა, როდის იყიდით, შეიძლება ახალი და ცხელიც იყოს, მაგრამ ისევ გავიმეორებ, რომ თბილისის ნაზუქებს აქვთ განსხვავებული მეთოდები ნაზუქების შენახვის, სურამთან შედარებით.
მას შემდგე რაც დავნამე და ღუმელში შევათბე, შესანიშნავად განახლდა და საოცრად გემრიელი არომატებიც გააცოცხლა. მისმა გემომ გამახსენა “სერგოს ნაზუქი”.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრიდან შორსაა, ამ ადგილის სტუმრობა ნამდვილად ღირს, თუ სახემწიფო უნივერსიტეტის ტერიოტორიაზე იმყოფებით. ასევე ყიდიან ხაჭაპურს და შოთის პურს.
პარკინგი არ აქვს. ბარათითაც შეგიძლიათ გადახდა.

🗺️ https://maps.app.goo.gl/qXxbFyoqVukzK2kTA

Surami Tone

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *