ვნაზუქობ, მაშასადამე ვარსებობ.

ჩვენს შესახებ

პირველად სურამის ქუჩაზე რომ აღმოვჩნდი – ხშირად “ნაზუქების” ქუჩად რომ მოიხსენებენ – 2024 წელი იყო. უცნაური გარემო იყო: გზის პირას ბევრი ერთნაირი ხელნაკეთი ნიშანი,რომლებზეც გამოსახული იყო მრგვალი, ყავისფერი ფიგურები. რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგე, რომ ამ ადგილებში იყიდებოდა პური, რომელსაც “ნაზუქი” ერქვა და მეც მისმა საოცარმა გემომ და არომატმა ძალიან მომხიბლა.

ხაშურში და სურამში მსგავსი ტიპის ჯიხურები პატარა ზომისაა, ხშირად ოჯახური ბიზნესია, და მათ შესახებ ონლაინ სივრცეში არანაირი ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ საიტის დახმარებით თავი მომეყარა ყველა ობიექტისთვის და მარტივი გამეხადა მათი პოვნა თქვენთვის.
იმედი მაქვს რომ დაგეხმარებათ, გაიმარტივოთ ნაზუქების პოვნის პროცესი სურამსა და ხაშურში.