საცხობი რუსის ქუჩასთან

ეს საცხობი მდებარეობს სურამში, რუსთაველის ქუჩაზე, რუსის ქუჩის სამხრეთ მხარეს. Google Street View-ზე დაყრდნობით, საცხობი, სავარაუდოდ, ახალი გახსნილია. როდესაც მაღაზიის სახელი ვიკითხე, მიპასუხეს უბრალოდ „საცხობი“, ამიტომ სიცხადისთვის მოვიხსენიებ, როგორც „საცხობს რუსის ქუჩასთან“. ვცდილობ, არ ვუწოდო მას „საცხობი რუსთაველის ქუჩაზე“, რათა არ აგვერიოს ამავე ქუჩაზე მდებარე „ნატიფი ნაზუქის“ ფილიალში. ეს არის სტანდარტული საცხობი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხაჭაპურს, ლობიანს, ყვითელ ნაზუქსა და გირჩის მურაბას. ამ საცხობის ნაზუქს ყველა სხვა სურამის საცხობის, ყვითელი ნაზუქის, გემო აქვს, იგი არ გამოირჩევა არც არომატით, თუმცა, რაიმე განსხვავებულის გამოკვეთა თუ მომიწევდა, ვიტყოდი, რომ ოდნავ ნაკლებად ტკბილია. ვინაიდან სურამის რუსთაველის ქუჩა, სურამისა და ხაშურის, საქალაქთაშორისო „მარშრუტებკების“ დამაკავშირებელი გზაა, მათთვის, ვინც ხაშურის გავლით მგზავრობს მაღაზიის მდებარეობა მოსახერხებელია. ადგილზე ავტოსადგომი არ არის, თუმცა ბარათით ანგარიშსწორება შესაძლებელია.

Nazuki from the bakery near Rusi Street

🗺️ https://maps.app.goo.gl/xdQHS2dUkbv2Rv2R7

Bakery near Rusi Str