ტერენტი გრანელის ქუჩის საკონდიტრო

ტერენტი გრანელის ქუჩის საკონდიტრო მომხიბვლელი საცხობი, რომელიც 3 ლარად გთავაზობთ თონეში ახლად გამომცხვარ ყვითელ ნაზუქს. სულ რამოდენიმე ნაბიჯში, სამეზობლოში მყოფი სხვა საცხობიც ასეთივე ნაზუქს ზუსტად იგივე ფასად ყიდის. მაშინ, როდესაც თბილისის საცხობებში უპირატესობას სუნელებით გაჯერებულ ნაზუქს ანიჭებენ, ეს საცხობი გამოირჩევა თავისი სადა მიდგომით – მათ ნაზუქში მიხაკი, დარიჩინი და შაქარი მინიმალური რაოდენობითაა, თითქმის არც იგრძნობა, რაც თავის
მხრივ ანიჭებს ცომს ნაზ და სასიამოვნო არომატს. ახლად გამომცხვარ ნაზუქს აქვს ნაზი სტრუქტურა, არის ფუმფულა და ჰაეროვანი, რის გამოც ძალიან ჰგავს იაპონიაში, სასკოლო სადილის, პოპულარულ ფუნთუშებს „კოპპეპანს“. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაზუქი „ნაკლებად ტკბილი, ქიშმიშით გაჯერებული ყვითელი კოპპეპანია“. მოგეწონებათ თუ არა ამ ნაზუქის გემო, უფრო პირადი გემოვნების საკითხია, თუმცა ჩემი გამოცდილებით, საქართველოში იშვიათად თუ შეხვდებით მსგავს საცხობს, სადაც ასეთ ნოტიო, ნაზ და იაპონური სტილის ცომის მქონე პურსშემოგთავაზებენ, სწორედ ეს დეტალი ხდის ამ ადგილს გამორჩეულს. თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დღის ზოგ მონაკვეთში, ნაზუქი შეიძლება არ ჰქონდეთ გაყიდვაში. ამ საცხობში ნაზუქის გარდა სხვადასხვა სახის პურიც მზადდება და ერთი სურვილი მაქვს, შემდეგ ვიზიტზე მათი ასორტიმენტი კიდე უკეთ შევისწავლო. აქ ბარათით ანგარიშსწორებაც შესაძლებელია.

🗺️ https://maps.app.goo.gl/FVQo5Sz9HweXDbdYA

Terenti Grameli Street's Confectionery