ვნაზუქობ, მაშასადამე ვარსებობ.

ნატურალური საკვები

საცხობი ყიდის სქელ, თეთრ ნაზუქებს 3 ლარად. ცომი ნაზი და ფაფუკია, ძლიერი ქიშმიშის გემოთი. ამ საცხობის ნაზუქები დიდი და ბევრი ქიშმიშითაა გაჯერებული და ისინი ისეა ფაფუკ ცომში ჩასმული, რომ ძალიან სასიამოვნოა მისი ჭამა, მაშინაც კი, როცა ცივია.
ცომის სიფაფუკე შეგვიძლია შევადაროთ პიცის სქელ ცომს ან შოთის პურის ყველაზე ფაფუკ ნაწილს. ტრადიციული ნახევარმთვარის ფორმის ნაზუქისგან განსხვავებით, რომელსაც მყარი ფუძე აქვს. ამ ნაზუქის ფორმა მახსენებს სურამის „ნატიფ ნაზუქს“ , ამან ეჭვი გამიჩინა, რომ ღუმელში იყო გამომცხვარი, თუმცა მეპატრონეს თქმით ნაზუქი ნამდვილად თონეში ცხვება.
საინტერესოა ისიც, რომ მაღაზია ხანდახნ ყიდის ნაზუქის სუხარებს 3 ლარად (ჩემი სტუმრობის პერიოდში არ დამხვდა ადგილზე, მაგრამ ამის შესახებ აუცილებლად მოგაწვდით შემდეგ ინფორმციას).
საცხობი ისთ ფოინთიდან ფეხით სავალ მანძლზეა, რაც მოსახერხებელ გაჩერებად აქცევს შოპინგის დროს.
იცოდეთ, რომ ბავშვები შეიძლება თამაშობდნენ ტრორუარზე, ამიტომ თუ საცხობის წინ გაჩერებას გადაწყვეტთ ფრთხილად უნდა იყოთ.
ქუჩაში პარკირების გარდა საპარკინგე ადგილი არ არის.
შეგიძლიათ ბარათით გადახდა.

დამატებით გეტყვით, რომ ირგვლივ ბევრი მაღაზიაა, რომელიც შემწვარ ქათამს ყიდის. შესაძლოა შემწვარი ქათამი ამ ქუჩისთვის დამახასიათებელია რამ იყოს?

🗺️ https://maps.app.goo.gl/QzDym75hZ1pdieYb6

Naturaluri Sakvebi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *